გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქობულეთის გამგეობის წინააღმდეგ

30 აგვისტო 2017, 00:00 2921 ნახვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი  ქობულეთის გამგეობის წინააღმდეგ. საქმე  ინერტული მასალის მოპოვების საკითხს ეხება.  
ქობულეთის სასამართლომ მუნიციპალიტეტის გამგეობა  სამართალდამრღვევად ცნო და გარემოზე მიყენებული ზიანის გამო,  ჯარიმის სახით 626 ლარის გადახდა დააკისრა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები  გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.
 400 კუბამეტრის რაოდენობის ინერტული მასალა ქობულეთის გამგეობამ 27 ივნისს  უნებართვოდ მოიპოვა. 
გარემოსდამცველების პრეტენზიები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა არგუმენტები ნახეთ დღეს  21 საათზე  მთავარში,  სოფო მაკარაძისა და მურმან ცენტერაძის რეპორტაჟი.

ამავე კატეგორიაში