ქობულეთის გამგებლის მიერ გაკეთებული კომენტარის გამო გამგეობა დააჯარიმეს

30 აგვისტო 2017, 00:00 4167 ნახვა

ქობულეთის გამგეობა, ქობულეთის სასამართლომ, გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო 600 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღებას, რაც გამგეობამ თამარ მეფის პლაჟის მოსასწორებლად გამოიყენა, თუმცა მას ამის უფლება არ ჰქონდა. ინერტული მასალის უნებართვოდ მოპოვების შესახებ ინფორმაცია 2 თვის წინ “მთავარში” გავიდა, რის შემდეგაც გარემოს დაცვის ინსპექციამ სასამართლოს მიმართა.

მოსამართლემ კანონდარღვევისთვის გამგეობა გააფრთხილა, ზიანისთვის კი დააჯარიმა. რით ხსნიდნენ ქმედებას გამგეობის წარმომადგენლები და რას ამბობენ დღეს? 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში