ევროპის ქუჩა - ბათუმის საკრებულოს უარი

30 აგვისტო 2017, 00:00 2175 ნახვა

ევროპის ქუჩა ბათუმში-დემოკრატიის ინსტიტუტის პეტიციას ბათუმის საკრებულოს, განათლების კომისიამ მხარი არ დაუჭირა. ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდეარსებული გზის მონაკვეთისთვის ქუჩის სტატუსის მინიჭებისა და მისთვის „ევროპის ქუჩის“ დარქმევის მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ, საკრებულოს გასულ წელს მიმართა.  

საჯარო განხილვაზე საკრებულოს კომისიის ერთ-ერთი წევრი აღნიშნული გზის მონაკვეთისთვის, ევროპის ქუჩის დარქმევის წინააღმდეგი იყო. დიმიტრი დარჩიას ინიციატივით კი ქუჩას ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი უნდა ჰქონოდა.  საკრებულოს კომენტარს მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში