საშტორმო მდგომარეობა

31 აგვისტო 2017, 00:00 3159 ნახვა

შავი ზღვის სანაპირო ზოლში, საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. ზღვაზე ბანაობა აკრძალულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სანაპიროზე ამკრძალავი ალმები აღმართეს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს 4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. ღამით იქნება ძლიერი წვიმა. საშტორმო ვითარება ხვალამდე შენარჩუნდება და დღის განმავლობაში გამოიდარებს.

მოქალაქეებს მოუწოდებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოც, არ შევიდნენ ზღვაში, ვიდრე საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროზე, ამინდის გაუარესების გამო, საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს არ შევიდნენ ზღვაში, დაემორჩილონ წყალზე მაშველთა მითითებებს.

ამავე კატეგორიაში