ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

31 აგვისტო 2017, 00:00 6228 ნახვა

ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას იწყება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. 

პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

ამჟამად არსებული გზა  ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც  საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას ართულებს. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას ხელს შეუწყობს.

ამავე კატეგორიაში