მიშელ  სონი  ბათუმშია

01 სექტემბერი 2017, 00:00 5165 ნახვა

ბათუმში ფრანგი კომპოზიტორი მიშელ სონი ჩამოვიდა. კლასიკური მუსიკის მეთოდოლოგი და ფილოსოფიის დოქტორი საქართველოს, ბათუმის მეხუთე კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ეწვია.

კომპოზიტორს ბათუმის აეროპორტში ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე დახვდა. ფესტივალის ფარგლებში მიშელ სონი ქართველ ახალგაზრდა მუსიკოსებს თანამედროვე კლასიკური მუსიკის მასტერკლასებს ჩაუტარებს.

ფრანგი კომპოზიტორის თქმით, მისთვის ქართველ მუსიკოსებთან მუშაობა საინტერესოა. ის საქართველოში ფესტივალის ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება. 2-დან 8 სექტემბრამდე  მეხუთე კლასიკური მუსიკის  საერთაშორისო ფესტივალი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჩატარდება.

ამავე კატეგორიაში