პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა

13 ივნისი 2016, 00:00 5462 ნახვა

2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უპრეცედენტოდ გაზრდილია - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ -მინისტრის ინფორმაციით, 2008 წლის შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, რეკორდული მაჩვენებელი - 376 მილიონი დოლარი დაფიქსირდა. მთავრობის მეთაურის  თქმით, პირველ ადგილზეა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ხოლო შემდეგ მოდის საფინანსო და ენერგეტიკის სექტორი. პირველი ინვესტორია აზერბაიჯანი, მეორე თურქეთი, მესამე - გაერთიანებული სამეფო.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში