ქობულეთში კანალიზაციის სისტემის გამწმენდი ნაგებობის 2 თვიანი სატესტო რეჟიმი დასრულდა

03 სექტემბერი 2017, 00:00 1678 ნახვა

ქობულეთში კანალიზაციის სისტემის გამწმენდი ნაგებობის 2 თვიანი სატესტო რეჟიმი დასრულდა.  ''ქობულეთის წყლის“ დირექტორის ინფორმაციით   ნაგებობის დატესტვისას  10 სხვადასხვა სახის ტექნიკური ხარვეზი გამოვლინდა, რომლებიც უკვე აღმოფხვრილია.  ოთარ ზოიძის განცხადებით ახალმა ობიექტმა შემოწმება წარმატებით გაიარა. აღნიშნული ნაგებობა ჩამდინარე წყლებს ფილტრავს, ხდება წყლების როგორც ქიმიური ასევე ბიოლოგიური  გადამუშავება. ფეკალური მასები ზღვაში აღარ ჩადის. 

ამავე კატეგორიაში