პრეტენზიები მმართველი გუნდის მისამართით

03 სექტემბერი 2017, 00:00 2439 ნახვა

შუახევის #82-ე საარჩევნო ოლქში საუბნო კომისიების წევრები აირჩიეს.  ოლქში სულ 399 განაცხადი შევიდა, კომისიის წევრი კი 294 გახდა. პროცესს არასამთავრობო ორგანიზაცია " სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წევრები, ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. სოსლან ზოიძის თქმით, მმართველ გუნდს საუბნო კომისიების სასურველი კანდიდატებით დაკომპლექტება სურდა.  ბრალდებას უარყოფს #82-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. შუახევში სულ 49 საარჩევნო უბანია. 

ამავე კატეგორიაში