ხულოს გამგებელი : ცეცხლი ტყეში ბუჩქნარს გაუჩნდა

03 სექტემბერი 2017, 00:00 3142 ნახვა

ფოტო აღებულია სოციალური ქსელიდან

ხანძარი ხულოს მუნიციპალიტეტში შავნაბადას მთაზე.  ხულოს გამგებლის ინფორმაციით სოფელ მეკეიძეებიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში ხანძრის სამი კერაა.  კვამლი ადგილობრივებმა შეამჩნიეს .  ადგილზე გასულია სამაშველო და სატყეო სამსახურის თანამშრომლები. რამდენიმე წუთის წინ ბესიკ ბაუჩაძემ "კვირის მთავართან " სატელეფონო ჩართვაში აღნიშნა რომ,  ცეცხლი მთაში ბუჩქნარს გაუჩნდა თუმცა ხანძრის მაშტაბი და არეალი უცნობია.  ხულოს გამგებლის ინფორმაციით მაშველებს ცეცხლის კერამდე მისვლა ფეხით მოუწევთ რადგან გაუვალი ადგილებია. მისივე ინფორმაციით ხანძართან დაკავშირებული დაზუსტებული ინფორმაცია დაახლოებით  ნახევარ საათში გახდება ცნობილი.  

მეკეიძეების მაღლობზე კვამლი ადგილობრივებმა დაახლოებით 4 საათის უკან შენიშნეს. ადგილზე 6 სამაშველო ჯგუფი და სატყეო სამსახურის 30-მდე თანამშრომელია გასულია.

სოფელ მეკეიძეებისკენ მიემართება ჩვენი გადამღები ჯგუფიც და მათგან ველოდებით ასევე დამატებით ინფორმაციას. 

ამავე კატეგორიაში