ზურაბ პატარაძე: ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

04 სექტემბერი 2017, 00:00 2442 ნახვა

ხულოში შემთხვევის ადგილზე იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. მისი თქმით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ხულოში ელოდებიან ვერტმფრენს რომელიც ხანძრის კერის ზედაპირულ დათვალიერებას განახორციელებს.

"ვფიქრობ, რომ ჩვენი ძალებით ცეცხლის ჩაქრობა მოხერხდება. 200-მდე ადამიანი შემთხვევის ადგილას, უკვე გასულია. მობილიზებულია სამაშველო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადსხვა დანაყოფები, აქ იმყოფებიან გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებიც. ხულოში მალე ვერტმფრენიც ჩამოფრინდება, რომელიც ხანძრის კერებს დაათვალიერებს. მოგვიანებით უფრო დეტალურად გვეცოდინება როგორი მდგომარეობაა" - განაცხადა რეგიონის პირველმა პირმა. 

ამავე კატეგორიაში