ხანძრის კერებს ვერტმფრენიდან შეისწავლიან

04 სექტემბერი 2017, 00:00 2843 ნახვა

ხულოში შავნაბადის მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთვება. თუმცა როგირც ცნობილია, ის პირველ ეტაპზე სანავიგაციო ფუნქციას შეასრულებს. ამის შემდეგ გადაწყდება საჭიროა თუ არა მისი ხანძირს სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით,  ვერტმფრენის ჩართვის შემდეგ, მოხდება ხანძრის კერების შესწავლა და საჭირო სალიკვიდაციო სამუშაოების გასაგრძელებლად რეკომენდაციების გაწევა, ასევე სამაშველო ბრიგადებისთვის დამხმარე ხელსაწყოებისა და ინვენტარების მიწოდებაც.

ადგილზე უკვე ექვსი საათია, მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის 4 კერას 100-მდე სახანძრო სამაშველო ბრიგადისა და მეტყევეები ებრძვიან. ხანძრის კერები მიუვალ ადგილზეა, რის გამოც  სამაშველო ტექნიკა ადგილამდე ვერ მიდის.ადგილზე ხულოს სამაშველო ბრიგადების გარდა ქედისა და შუახევის სამაშველო სამსახურებიც მუშაობენ.სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივებიც არიან ჩართულები. მეკეიძეების მაღლობზე კვამლი ადგილობრივებმა გუშინ საღამოს შენიშნეს.

ამავე კატეგორიაში