აჭარის მთავრობამ დახმარებისთვის ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართა

04 სექტემბერი 2017, 00:00 2575 ნახვა

აჭარის მთავრობამ ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართა. საგანგებო შტაბის ხელმძღვანელის, აჭარის მთვარობის თავმჯდომარის  განცხადებით, აქტიური სამუშაოების  მიუხედავად, ხულოში მდგომარეობა გართულდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველები და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები არიან ჩართულნი. თუმცა გაძლიერდა ქარი, რაც ცეცხლის ჩაქრობას ხელს უშლის.

ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, ამ წუთისთვის შემთხვევის ადგილზე ერთი ვერტმფრენი მუშაობს. უახლოეს საათებში კი სახანძრო ვერტმფრენსაც ელოდებიან. რეგიონის პირველი პირის თქმით, ხულოს მუნიციპალიტეტში ხანძრის 4 კერაა,  განსაკუთრებით რთული ვითარება კი 2 ლოკაციაზეა. ხანძრის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანის მიზნით,  გზის გაჭრის სამუშაოებიც დაიწყება. ორი ერთეული მძიმე ტექნიკა უკვე გავიდა.

 

ამავე კატეგორიაში