ძლიერი ქარის გამო დაკვამლიანება გაიზარდა

04 სექტემბერი 2017, 00:00 2141 ნახვა

შავნაბადის მთაზე ხანძრის კერები მიუვალ ადგილზეა, რის გამოც  სამაშველო ტექნიკა ადგილამდე ვერ მიდის. სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალი ძალა და ვერტმფრენია ჩართული. ოფიციალური პირების განცხადებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.  

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხულოში გაჩენილმა ხანძარმა დაახლოებით 3 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა. ხულოში სოფელ მეკეიძეების მაღლობში კვამლი  გუშინ საღამოს შენიშნეს. ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები შეტყობინებისთანავე გავიდნენ.

ამავე კატეგორიაში