საგანგებო შტაბი ხულოში

04 სექტემბერი 2017, 00:00 2416 ნახვა

ხულოში, შავნაბადის მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. შტაბის შემადგენლობაში არიან შსს-ს, სამაშველო სამსახურის, აჭარის საგზაო დეპარტამენტის, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

ზურაბ პატარაძემ სამაშველო ვერტმფრენის საშუალებით ტერიტორია დაათვალიერა. ვერტმფრენის საშუალებით ასევე მოხდა მეხანძრეებისთვის დამატებითი საჭირო ინვენტარის მიწოდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ოთხ ლოკაციაზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მეტყევეებთან ერთად იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო სამაშველო ბრიგადებისა და სატყეო სამსახურების 200-მდე თანამშრომელი.

ამავე კატეგორიაში