საარჩევნო კომისიის სხდომა

04 სექტემბერი 2017, 00:00 2016 ნახვა

საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა დაკომპლექტდა ხელვაჩაურის 83- საარჩევნო ოლქშიც. საოლქო კომისიამ 349 განაცხადიდან, 276 დააკმაყოფილა. კომისიის სხდომას 13 წევრიდან 10 ესწრებოდა, პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა.

თემურ დუმბაძის თქმით,  კანდიდატებად ქართული ოცნების აქტივისტები წარადგინეს და კომისიამ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები განხილვის გარეშე აირჩიეს.  ხელვაჩაურის 83- ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ომარ ვარშანიძე ადასტურებს, რომ წინაწარ ჰქონდათ აღნიშნული სიები და მათ მიერ შემოტანილ განცხადებებს 30 - აგვისტოდან სწავლობდნენ, რაც სხდომაზე განხილვას აღარ საჭიროებდა.

ამავე კატეგორიაში