ქობულეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის პროცესი დასრულდა 

04 სექტემბერი 2017, 00:00 2259 ნახვა

ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 669 განაცხადიდან, 390 ვაკანტურ ადგილზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები კენჭისყრით შეარჩია. სხდომა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქობულეთში 65 უბანი იმუშავებს.

 საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში  არიან, წინა არჩევნებში მონაწილე კომისიის წევრებიც. ოლქის თავმჯდომარის განცხადებით, განაცხადების განხილვისას უპირატესობა სწორედ გამოცდილ კადრებს მიენიჭათ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში