დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება რამდენიმე საათში გახდება ცნობილი 

04 სექტემბერი 2017, 00:00 2126 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ 12 საათზე გამოაცხადებს. სასულიერო პირი  პროკურატურამ 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიება ბრალდებულს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან - რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება.

სასამართლო სხდომები მედიისთვის დახურულ ფორ5მატში მიმდინარეობდა. პროკურატურის მოთხოვნით, გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი მამალაძის ადვოკატებს. დაიკითხა ასობით მოწმე და გამოიკვლიეს მტკიცებულებები.ე.წ. ციანიდის საქმის ბოლო სასამართლო პროცესი 1 სექტემბერს გაიმართა.

ამავე კატეგორიაში