ხანძარი ხულოში შავნაბადის მთაზე

04 სექტემბერი 2017, 00:00 2665 ნახვა

ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება ხულოში. სოფელ მეკეიძეებთან, მთა შავნაბადაზე გაჩენილ ხანძარს მთელი დღეა ცოცხალი ძალა ებრძვის. ბოლო ინფორმაციით ხანძრის კერები არა, თუმცა არეალი გაფართოვდა. რთული რელიეფის გამო ცეცხლის 2 კერასთან მიახლოვებას ვერ ახერხებენ მძიმე ტექნიკით. ლოკალიზების ოპერაციაში ჩართულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სატყეო სააგენტოს და გამგეობის თანამშრომლები, ასევე მოხალისეები. ხანძრის კერები მოსახლეობისგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული, სწორედ ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საცხოვრებელ სახლებს და მოიალაღეებს საფრთხე არ შეექმნება.

არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია მასშტაბებთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბში აცხადებენ რომ ხანძარი დაახლოებით 3 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ხულოში, ღორჯომის თემში, სტიქიის ზონაში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. რეგიონის მთავრობამ დახმარების თხოვნით ცენტრალურ ხელისუფლებასაც მიმართა. მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდა ვერტმფრენიც, სწორედ ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერეს შტაბის წვერებმა შავნაბადის მთა. ხვალ დილიდან, სალიკვიდაციო სამუშაოებში სავარაუდოდ ვერტმფრენიც ჩაერთვება. ასევე დილიდან განახლდება აქტიური მუშაობა ხანძრის ლოკალიზაციისთვის.

ამავე კატეგორიაში