სკანდალური საქმის განაჩენი ხვალ გამოცხადდება. დღის 12 საათზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმის შესახებ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მოსამართლე სათათბიროდ 1 სექტემბერს გავიდა. 3 დღის წინ გაიმართა ბოლო სხდომა, სადაც დასკვნითი სიტყვით სასამართლოს წინაშე დაცვის მხარე წარსდგა.
ბოლო სიტყვა თქვა ბრალდებულმა მამალაძემაც. დეკანოზ გიორგი მამალაძეს ანგარების მოტივით საპატრიარქოს მდივან - რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადება ედება ბრალად, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დეკანოზი მერვე თვეა, რაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. იგი დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ ხვალ მოსამართლე ბრალდებულს გაამართლეს. შეგახსენებთ, საწინააღმდეგოს ამტკიცებს ბრალდების მხარე. საქმის პროკურორებმა დეკანოზის ბრალეულობის დასამტკიცებლად ათობით მოწმე გამოკითხეს, ასევე წარმოადგინეს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები.