პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში

05 სექტემბერი 2017, 00:00 1547 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.  გიორგი მარგველაშვილი პლენარულ სესიაზე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ურთიერთობის მნიშვნელობაზე, ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მისი გაფართოების მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

ქვეყნის პირველი პირი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შედეგებზეც ისაუბრებს და იმ შესაძლებლობებს განიხილავს, რასაც საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს სთავაზობს აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში. ფორუმში  მონაწილეობას სახელმწიფოთა მეთაურები და სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციები მიიღებენ. 

ამავე კატეგორიაში