პარტიები მაჟორიტარების და მერობის კანდიდატების სიებს აზუსტებენ

05 სექტემბერი 2017, 00:00 3082 ნახვა

საარჩევნო სუბიექტებს, ხვალ ბოლო ვადა აქვთ იმისთვის რომ შესაბამის საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციებს მაჟორიტარობის კანდიდატების სიები წარუდგინონ. დღეს კი თეონა ხარაბაძემ გაარკვია მმართველი პარტიის და ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების მაჟორიტარობის, ასევე მერობის რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მმართველ პარტიას ძირითადად ძველი სახეები ეყოლება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის მერობისთვის “ქართული ოცნებიდან” როგორც ცნობილია ლაშა კომახიძე იბრძოლებს, “ევროპული საქართველოდან” პეტრე ზამბახიძე, “ლეიბორისტული პარტიიდან” ჯელალ ქიქავა. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ჯერ კანდიდატზე საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არიან, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ლევან ვარშალომიძეს ასახელებენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში