სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ვერტმფრენი ჩაერთო

06 სექტემბერი 2017, 00:00 2272 ნახვა

ხულოში, შავნაბადის მთაზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ვერტმფრენიც ჩაერთო. ადგილზე ერთი ქართული ვერტმფრენი და ცოცხალი ძალა მუშაობს.  მობილიზებულია დამატებითი ძალებიც. ხანძარს ხულოში მეოთხე დღეა ებრძვიან.

ვითარება გუშინ დღის მეორე ნახევარში გამწვავდა.იმისთვის რომ ცეცხლის კერებამდე ტექნიკა მივიდეს  ტყეში სამ კილომეტრამდე გზა გაიჭრა.

ამავე კატეგორიაში