შსს მინისტრი შესაძლოა ხულოში ჩავიდეს

06 სექტემბერი 2017, 00:00 1954 ნახვა

შესაძლოა ხულოში, შავნაბადის მთაზე შსს გიორგი მღებრიშვილიც ჩავიდეს. მინისტრმა თელავში საგანგებო შტაბის თათბირზე ხულოში გაჩენილ ხანძარზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ადგილზე შსს-ს 400-მდე თანამშრომელია ჩართული. ცეცხლის ეფექტური ლიკვიდაციისთვის  შინაგან საქმეთა მინისტრის, გადაწყვეტილებით, დილიდან ხანძრის კერასთან მუშაობს შსს-ს ვერტმფრენი.

ამავე კატეგორიაში