მეუფე დიმიტრი შესაძლოა გიორგი მამალაძეს შეხვდეს

06 სექტემბერი 2017, 00:00 2221 ნახვა

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ, დაკავებულ დეკანოზთან შეხვედრას გეგმავს. როგორც ამბობს,  მისი მონახულებისგან თავს საგამოძიებო პროცესებიდან გამომდინარე იკავებდა. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი გამორიცხავს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის ან შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა.

მას კითხვები აქვს პროკურატურასთან, ციანიდის შეძენის ფაქტთან დაკავშირებით. მიტროპოლიტის განცხადებით, სასამართლომ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ფაქტის გარეშე მიიღო. პატრიარქის ძმიშვილის თქმით, ილია მეორე აჭარაში იმყოფება, მას რამდენიმე დღის წინ ესაუბრა.  დეკანოზის ბრალეულობის არც პატრიარქს სჯერა.

ამავე კატეგორიაში