ნაციონალური მოძრაობის პრეტენზიები

06 სექტემბერი 2017, 00:00 2157 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის ბრალდება საოლქო კომისიების წევრებს.  მირდატ ქამადაძე ხულოს და ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს წევრების პოლიტიკური ნიშნით შერჩევაში ადანაშაულებს. პარტიაში ამტკიცებენ, რომ კომისიებში სიები წინასწარ ჰქონდათ შედგენილი. ქობულეთისა და ხულოს ოლქების თავმჯდომარეები ბრალდებებს უარყოფენ.

მათი თქმით, პროცესი გამჭვირვალე იყო, დამკვირვებლებს დარღვევები  არ დაუფიქსირებიათ. ოლქებში სხდომებს ესწრებოდნენ სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებიც. ორგანიზაციის კოორდინატორის თქმით, არ არსებობს ფაქტები, რომლებიც ქართული ოცნების მიერ ოლქებისთვის სიების გადაგზავნას დაადასტურებს, თუმცა მადონა ბერიძე ამბობს, რომ კითხვის ნიშნებს აჩენს ის გარემოება, რომ ოლქის წევრები არჩევანს  წინასწარ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე აკეთებდნენ და კონკურსანტების სახელობითი განხილვა სხდომაზე არ მომხდარა.

ამავე კატეგორიაში