დრამატული თეატრის გასტროლი ბელარუსში

06 სექტემბერი 2017, 00:00 1698 ნახვა

ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი გასტროლისთვის ემზადება. ბელარუსიის ქალაქ ბრესტის XXII საერთაშორისო ფესტივალზე დასი სპექტაკლს  ,,სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისა” წარადგენს. 

თეატრალური ფესტივალზე  ,,ბელა ვეჟა’’ მსახიობები  ერთმოქმედებიან სპექტაკლს 12 სექტემბერს ითამაშებენ.  პოლონელი დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით სპექტაკლი, რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ, ახალ სცენაზე გასულ წელს დადგა.  დრამატული თეატრის დასმა სპექტაკლი უკვე წარადგინა ლიტვასა და პოლონეთში, ასევე  ფოთში ,,რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე’’.

ამავე კატეგორიაში