აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოებში შესაძლოა ავიაციის ჩართვა გახდეს საჭირო

06 სექტემბერი 2017, 00:00 2729 ნახვა

აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემასთან ბრძოლაში საქართველოს IPPC დახმარებას ჰპირდება. მავნებელთან ბრძოლის საკითხები დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის გენერალურ მდივანთან ჯინგუენ შიასთან შეხვედრაზე განიხილა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.


„ახალი ინვაზიური მავნებელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამ მავნებელთან ბრძოლის დიდი საერთაშორისო პრაქტიკა ევროპაშიც არ არსებობს. შედარებით, მეტი გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუგროვდათ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩამოვაყალიბოთ, ის მიდგომები, რაც ეფექტიანი იქნება მავნებლის დასამარცხებლად“,- განაცხადა მინისტრმა.

მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველო აზიური ფაროსანას სახით, მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას.

ამავე კატეგორიაში