სოფელ გოგინაურში საცხოვრებელი სახლი იწვის

06 სექტემბერი 2017, 00:00 3942 ნახვა

ხანძარი შუახევში. ცეცხლი, სოფელ გოგინაურში  რევაზ გოგიტიძის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში იქნებიან შუახევისა და ქედის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. სოფელ გოგინაურში გამგებლის წარმომადგენლის, ჯუმბერ ფუტკარაძის ინფორმაციით, ოჯახში მარტო დედა-შვილი ცხოვრობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187 მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში