კერძო კომპანიები პარლამენტისა და შსს-ს წინააღმდეგ

06 სექტემბერი 2017, 00:00 2237 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია „გიგანტი სექიურითისა“ და „იუნაითიდ სექიურითის“ კონსტიტუციურ სარჩელზე მსჯელობს.  დავის საგანია „კერძო დაცვითი საქმიანობის“ შესახებ კანონის მუხლები და შინაგან საქმეთა  მინისტრის ბრძანება.

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმები დაცვის პოლიციის დეპარტამენტს უფლებას ანიჭებს, აკონტროლოს კერძო დაცვითი ორგანიზაციების საქმიანობა, ხოლო პარალელურად თავად იყოს დაცვითი საქმიანობით დაკავებული და კერძო კომპანიების კონკურენტი. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ ამ რეგულაციებით კერძო კომპანიებზე სახელმწიფოს მხრიდან ზემოქმედება ხდება, რაც თავისუფალ საქმიანობას ხელს უშლის. საქმეზე მოპასუხე მხარეა საქართველოს პარლამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამავე კატეგორიაში