ხანძართან ბრძოლის მეოთხე დღე ხულოში

06 სექტემბერი 2017, 00:00 2853 ნახვა

ორი ვერტმფრენი, აქედან ერთი თურქული დილიდან ჩაერთო ხანძრის ლოკალიზების ოპერაციაში. მოწყობილია წყლის საქაჩი ტუმბოები, ცოცხალი ძალა სპეციალური აპარატებით მოამარაგეს. გაყვანილია 3 კილომეტრამდე გზა, კლდოვანი მონაკვეთების გამო, მსჯელობენ გაიყვანონ თუ არა დამატებითი გზები, რისთვისაც აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება გახდება საჭირო.

ხვალიდან სავარაუდოდ, სალიკვიდაციო სამუშაოებში კიდევ ერთი თურქული ვერტმფრენი ჩაერთვება. აქვე შეგახსენებთ, დღეს გვიან ღამიდან ხვალ დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ვარაუდით იწვიმებს და ტემპერატურა დაიკლებს ხულოშიც.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში