რუსული პროპაგანდა-დისკუსია ბათუმში

06 სექტემბერი 2017, 00:00 1908 ნახვა

რუსული პროპაგანდა, არსებული საფრთხეები და გამოწვევები, მითები, რომელსაც  ქმნის და ავრცელებს რუსეთის ფედერაცია - ეს ის საკითხები იყო, რომლებზეც კოალიცია "ევროატლანტიკური საქართველოსთვის" წევრები მოქალაქეებს ესაუბრნენ.

კოალიციაში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა გაწევრიანებული. ისინი რეგიონებში შეხვედრებს მართავენ და მოსახლეობას ევროპული ოჯახის და რუსული პროპაგანდის შესახებ აწვდიან ინფორმაციას, ასევე საუბრობენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა - რა სარგებლობა მოაქვს საქართველოსთვის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას და ქვეყნის დასავლურ კურსს. 

ამავე კატეგორიაში