ვითარება სტიქიის ზონაში

07 სექტემბერი 2017, 00:00 5119 ნახვა

ხულოში, შავნაბადის მთაზე სადაც ოთხი დღეა ხანძარს ებრძვიან, დღეს დილით გაწვიმდა. ცუდი ხილვადობის გამო ამ დრომდე სალიკვიდაციო სამუშაოები არ განახლებულა სტიქიის ზონაში. ცეცხლის ლოკალიზებაში მესამე ვერტმფრენი უნდა ჩაერთოს. 

რეგიონს დახმარებას ისევ თურქული მხარე გაუწევს. მეხუთე დღეა, უწყვეტ რეჟიმში  ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს ასეულობით მეხანძრე - მაშველი, მეტყევეები და მოხალისეები. გუშინ ცეცხლის  ახალი კერა გაჩნდა, მაგრამ რთული რელიეფის  გამო მეხანძრეები ადგილზე ვერ მივიდნენ, ამიტომ  დღეს კიდევ ახალი გზის გაჭრაა დაგეგმილი.

ამავე კატეგორიაში