საგანგებო შტაბის სხდომა

07 სექტემბერი 2017, 00:00 2086 ნახვა

ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში შავნაბადას მთის ფერდობზე შინაგან საქმეთა სამინისტროს  700-მდე თანამშრომელი და 2 ვერტმფრენი მუშაობს - ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა თელავში, საგანგებო შტაბის წევრებს მიაწოდა. გიორგი მღებრიშვილმა ქვეყნის რეგიონებში ხანძრის კერების ქრობის პროცესის შესახებ დეტალური ანგარიში ჩაიბარა და საგანგებო შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა. მინისტრი სოფელ ართანასთან, ტყის მასივში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო.

ცოცხალი ძალა აქტიურად განაგრძობს მუშაობს თუშეთში, სოფელ ხახაბოს მიმდებარედ, ტყის მასივში არსებული ხანძრის ცალკეული კერების დაქრობით სამუშაოებს. მეხანძრე - მაშველები, ალტერნატიულ ცეცხლმაქრ საშუალებებთან ერთად, წყლის ჭავლს იყენებენ. წყლით მომარაგება ხელოვნურად მოწყობილი რეზერვუარებიდან ხდება.

ამავე კატეგორიაში