მოსმენების შესახებ კანონი

07 სექტემბერი 2017, 00:00 2254 ნახვა

ე.წ-ლი მოსმენების კანონთან დაკავშირებულ სარჩელს ამ წუთებში განიხილავენ საკონსტიტუციო სასამართლოში. 300-ზე მეტი მოქალაქე ითხოვს, რომ ე-წ.ლი მოსმენების გასაღები ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს არ უნდა ჰქონდეს, რადგანაც ფიქრობენ, რომ ის საგამოძიებო ინტერესებისგან თავისუფალი ვერ იქნება.

სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ფიქრობენ, რომ ამ სააგენტოს შექმნით უკანონო მოსმენები გაგრძელდება. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 326-მა  მოქალაქემ შეიტანა, მეგობრის სტატუსით კი პრეზიდენტმაც მიმართა. შეგახსენებთ გიორგი მარგველაშვილმა ამავე  კანონს სამჯერ ვეტოც დაადო.  საკონსტიტუციო სასამართლო კანონის კონსტიტუციურობაზე რამდენიმე თვეა მსჯელობს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში