სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

07 სექტემბერი 2017, 00:00 2796 ნახვა

სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას, ძლიერ ქარს და წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ცივი მასები შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან დღის ბოლოდან გავრცელდება. დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი.

ფოტო:კობა ფარტენაძე

ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი დაფიქსირდება. მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე კი წყალმოვარდნები და მეწყრული პროცესები წარმოიქმნება.

ამავე კატეგორიაში