მეწყრული პროცესები

07 სექტემბერი 2017, 00:00 2536 ნახვა

უამინდობის გამო, სოფელ ზედა ჯოჭოში საცხოვრებელ სახლთან მიწის მასა ჩამოიშალა. ხელვაჩაურის გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტერიტორიას მიწის მასისგან გამოდარებისთანავე გაასუფთავებენ.

მისივე განცხადებით, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ ოჯახს, გასულ წელს კაპრეშუმი სოციალურ სახლში 70 კვ მეტრის ფართობის ბინა გადაეცა..  სახლის მეპატრონის ინფორმაციით, მსგავსი პროცესები დაახლოებით 20 დღის წინაც განვითარდა. მაშინ აღნიშნული მონაკვეთი მოაწესრიგეს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში