ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა

07 სექტემბერი 2017, 00:00 1863 ნახვა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე შესაძლოა, სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანონ.

დაჭრილი სამხედროს მამის ინფორმაციით, დაჭრილს რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ივერი ბუაძე ავღანეთში სამშვიდობო მისიის ფარგლებში 5 თვის წინ ჩავიდა და მას კონტრაქტი ოქტომბერში ეწურება. 

ამავე კატეგორიაში