მოსმენების შესახებ კანონი

07 სექტემბერი 2017, 00:00 2182 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ ფარული მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა კვლავ გაგრძელდება.  დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შემაჯამებელი სიტყვები წარმოთქვეს. მოსარჩელე მხარე რამდენიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმები შეიცავს იმავე ნორმებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ  2016 წელს არაკონსტიტუციურად ცნობს.  მათი აზრით, სააგენტოს საქმიანობაზე არ არსებობს ეფექტური კონტროლი, რაც ზრდის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკებს.

ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს წარმომადგენლის განცხადებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს არ აქვს ფარულ საგამოძიებო მოქმედებების პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობა და შესაბამის მეთოდოლოგია. მოპასუხე მხარის მტკიცებით კი  სპეციალური სააგენტოს მხოლოდ ადმინისტრაციული ფუნქცია აქვს, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კანონის ფარგლებში მოქმედებს.
  

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში