დაცვის პოლიციის ახალი შენობა ბათუმში

14 ივნისი 2016, 00:00 3588 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარაში ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ვიზიტორებისა და დამსვენებლების უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. ბათუმში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა. მასში შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის ბულვარის უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლები განთავსდებიან.  ახალი შენობა შინაგან საქმეთა მინისტრმა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გახსნეს. ეს უკვე მეხუთე ახალი შენობაა, რომელიც დაცვის პოლიციამ, ბაკურიანის, ურეკის, გუდაურის და თბილისის შემდეგ ბათუმში გახსნა.

ამავე კატეგორიაში