მთის კანონის შეღავათები

14 ივნისი 2016, 00:00 4017 ნახვა

შუახევში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მინიჭების და შეჩერების საკითხთა კომისიის რიგით მე-16 სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე კომისიმ 53 მოქალაქის განცხადება შეისწავლა, ამ დროისათვის შუახევში მაღალმთიანეთში მცხოვრების სტატუსით 13 ათას მოქალაქე სარგებლობს. 170-ს სტატუსი შეუწყდა, ხოლო 71 დროებით შეუჩერდა. ამ ეტაპზე შეღავათებით სარგებლობენ მიკრობიზნესმენები, დახმარებები გაიცემა ახალშობილებზე. შეღავათებია ელექტროენერგიის გადასახადის დროსაც. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შუახევში 69-ვე სოფელს მიენიჭა. 

ამავე კატეგორიაში