გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინეს

08 სექტემბერი 2017, 00:00 2635 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა. იგი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირია.

ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტი გენერალური აუდიტორის პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილს ნდობას გამოუცხადებს. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში მომდევნო პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

ამავე კატეგორიაში