''ევროპული საქართველოს'' წევრები საარჩევნო პლაკატებისთვის სტენდების დადგმას ითხოვენ

08 სექტემბერი 2017, 00:00 2806 ნახვა

 „ევროპული საქართველოს“ წევრები სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში საარჩევნო სტენდების განთავსებას ითხოვენ. მათი თქმით, ბათუმის მერიამ საარჩევნო პლაკატების განსათავსებლად სტენდების დადგმა დააგვიანა და საარჩევნო სუბიექტები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან.

საარჩევნო სტენდების განთავსებისთვის ბათუმის მერიამ რამდენიმე ადგილი განსაზღვრა, ესენია: ვარდების სკვერი, ევროპისა და   საოცრებათა მოედნები, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში არსებული სკვერი და განსაზღვრული ტერიტორია ახალ ბულვარში. მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ კეთდებვა, თუმცა აცხადებენ, რომ სტენდები რამდენიმე დღეში განთავსდება.

ამავე კატეგორიაში