საარჩევნო პლაკატებისთვის  სტენდების დადგმას ითხოვენ

08 სექტემბერი 2017, 00:00 3099 ნახვა

არჩევნებამდე თვენახევარი რჩება, საარჩევნო პლაკატებისთვის განკუთვნილი სტენდები კი ბათუმში ჯერ კიდევ არაა განთავსებული სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე. ფაქტს ოპოზიციური პარტიის წევრები აპროტესტებენ.

კომპანია, რომელმაც მერიის ტენდერი 1 სექტემბერს მოიგო, ხელშეკრულებას ხელს მომდევნო კვირაში მოაწერს. ამის შემდეგ კი მას კიდევ 15 დღე აქვს იმისთვის, რომ სტენდები ბათუმის მერიას მიაწოდოს. ეს იმ შემთხვევაში თუ მაქსიმალურ ვადას გამოიყენებს. არღვევს თუ არა ბათუმის მერია თვითმმართველობის კოდექსს?

ამავე კატეგორიაში