სოფელ ხუცუბანში საგანმანათლებლო დაწესებულებებს ითხოვენ

09 სექტემბერი 2017, 00:00 2329 ნახვა

აქცია სოფელ თეთროსნის დასახლებაში. ადგილობრივები ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და აჭარის განათლების სამინისტროს საბავშვო ატრაქციონების, ბაღისა და სკოლის აშენების თხოვნით მიმართავენ. მათი განცხადებით სოფელში მხოლოდ ერთი ოთხკლასიანი სკოლაა, რომელიც 400 კომლიანი დასახლებისთვის საკმარისი არ არის.  

ქობულეთის გამგეობაში აცხადებენ, რომ  ტენდერი ბაღის მშენებლობის მიზნით, უკვე გამოცხადებულია. სკოლასთან დაკავშირებით კი, შუამდგომლობას აჭარის განათლების სამინისტროში დააყენებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ საკითხს შეისწავლიან და გადაწყვეტილებას საჭიროებების განსაზღვრის შემდეგ მიიღებენ.

ამავე კატეგორიაში