ენმ-მ აჭარაში კანდიდატები წარადგინა

09 სექტემბერი 2017, 00:00 4167 ნახვა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის მერობის კანდიდატად ლევან ანთაძე დაასახელა. იგი 2008-2012 წლებში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან მირდატ ქამადაძე იქნება. იგი პროფესიით იურისტია და გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებზე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრიდა კენჭს.

დღეს ბათუმის საზაფხულო თეატრში ლევან ვარშალომიძემ და ნიკა მელიამ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებიც წარადგინეს. ხულოს მერად ირაკლი ჯორბენაძე, შუახევში ომარ მეგრელიძე, ქედაში ირაკლი ბარამიძე, ხელვაჩაურში თემურ დუმბაძე, ხოლო ქობულეთში თენგიზ ზოიძე იბრძოლებს. საარჩევნო კამპანია პარტიამ დაიწყო სლოგანით “განახლებული ნაციონალური მოძრაობა", თუმცა გარდა ხულოს მერობის კანდიდატისა, ყველა მუნიციპალიტეტში კანდიდატები ყოფილი გამგებლები არიან.

ამავე კატეგორიაში