ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია

10 სექტემბერი 2017, 00:00 2570 ნახვა

საარჩევნო ადმინისტრაცია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას განაგრძობს და მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ცესკოს ”სწავლების ცენტრის” თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.

ამავე კატეგორიაში