ნახევარმილონზე მეტს დახარჯავს ''ქართული ოცნება'' ფასიანი პოლიტიკური რეკლამისთვის

11 სექტემბერი 2017, 00:00 3348 ნახვა

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მაუწყებლებს შორის ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის "ქართული ოცნება" 599 ათას 457  ლარს დახარჯავს. ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. თანხები გამოყიფილია ცენტრალური მაუწყებლების გარდა რეგიონალური მაუწყებლებისთვის.

ხელშეკრულება 20-მდე მაუწყებელთან არის გაფორმებული. რეკლამისთვის ყველაზე დიდ თანხას, 344 825 ათასს ლარს დღგს ჩათვლით, ტელეკომპანია "იმედი" მიიღებს. ტელეკომპანია "მაესტრო" ფასიანი პოლიტიკური რეკლამისთვის მმართველი გუნდიდან 12 ათას 740  მიიღებს. რეკლამირება 2017 წლის 21 სექტმებრიდან 30 სექტემბრამდე არის განსაზღვრული. ტელეკომპანია "კავკასის" 2017 წლის 1 ოტრომბრიდან 20 ოქტომბრამდე მომსახურებისთვის 28 ათას 980  ლარს აიღებს. ტვ"25" კი ამავე პერიდოში 20 ათას 160 ლარს.

ხელშეკრულებების თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია გამოყოს სარეკლამო ადგილი პოლიტიკური რეკლამისთვის. კერძოდ, დამკვეთის პოლიტიკური სარეკლამო ვიდეოები განთავსდება გეგმის მიხედვით, რომელიც წინასწარ არის შედგენილი. განსაზღვრულია კონკრეტული დრო და ქრონომეტრაჟი. მაუწყებელთა ჩამონათვალში არ არის სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2 ", ,,ტვ პირველი'', ,,იბერია'' და ტელეკომპანია "ობიექტივი".  ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე სხვა პოლიტიკური პარტიების დოკუმენტები გამოქვეყნებული არ არის. 

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში