საქართველოს პრეზიდენტი სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

11 სექტემბერი 2017, 00:00 2144 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურს შეხვდა.  
აუდიენციისას  მხარეები საქართველოში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის, სავალუტო ფონდის პროგრამის, მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საკითხები განიხილეს.  ხაზაგასმით აღინიშნა ქვეყანაში ეროვნული ბანკის საქმიანობის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაც.
შეხვედრას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო ესწრებოდნენ. 

„შეხვედრაზე ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას გაესვა ხაზი. აღარ უნდა განმეორდეს ისეთი შეცდომები, რომელიც მანამდე იყო.  ეროვნული ბანკის ხელოვნურად ორ ნაწილად გაყოფა ხდებოდა. მსგავსი ტიპის მოვლენები შეჩერებულია, ვინაიდან ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა  გიორგი აბაშიშვილმა. 

 

ამავე კატეგორიაში