თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

12 სექტემბერი 2017, 00:00 2733 ნახვა

თურქეთში, ქალაქ დერმეში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. თურქული მედიის ცნობით, 51 წლის ქალს ქალაქის ცენტრში ცივი იარაღით ექვსი ჭრილობა მიაყენეს. შემთხვევა 10 სექტემბერს მოხდა, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობებით საქართველოს მოქალაქე დერმეს სახელმწიფო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

ადგილობრივმა პოლიციამ ეჭვმიტანილის სტატუსით დღეს 44 წლის თურქი კაცი დააკავა. თურქული მედიის ცნობით, ის ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

ამავე კატეგორიაში